,, დარწმუნებული ვარ, რომ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შევძლებთ”- ახალი ჯანდაცვის მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი წარადგინა – უწყების ახალი ხელმძღვანელი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ის ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ აზარაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:

,, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას.” – განაცხადა ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა.” – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები