მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა – შეხვედრა 3 საათი გაგრძელდება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად გიორგი მარგველაშვილი ჩავიდა.

მესამე პრეზიდენტთან შესვლამდე მარგველაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეკითხვებს ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ უპასუხებს.

მარგველაშვილის სააკაშვილთან ვიზიტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, ისინი მოქმედი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ შეხვედრა 3 საათი გაგრძელდება.

მსგავსი თემები