გორში, კომბინატის დასახლებაში, მკვლელობა გუშინ მოხდა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნაცნობებს შორის ყოფით ნიადაგზე, წინა დღით მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. დამნაშავე სავარაუდოდ უკვე დაკავებულია.