გრიგოლ ვაშაძე მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს და აანონსებს, ვის შეწყალებას აპირებს

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის ემზადებიან. გაერთიანების -„ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ გაყალბება არავის შერჩება.

“ყველა რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის… არ გაბედოთ ხალხის არჩევანის მოპარვა, რადგან თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შედეგები მოჰყვება ამას. გაფრთხილებთ გაყალბებას არავის შევარჩენთ“ – განაცხადა ვაშაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატი მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამნისტიის აქტის გამოცემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შეწყალებულთა შორის ის დედებიც მოხვდებიან, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ და შინ მცირეწლოვანი შვილები ელოდებიან.

“გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს შეიწყალოს დედები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც სამეურნეო დანაშაული აქვთ ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე აქვთ ეკონომიკური დანაშაულები, ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე არიან დაკავებულები, ან მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი თემები