ვინც შემთხვევით მოხვდა “ქართულ ოცნებაში”, თავისით უნდა ჩამოგვშორდეს. წამსვლელი წავიდეს – გედევან ფოფხაძე  

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” თავისი ნებით უნდა ჩამოშორდნენ პარტიას, წამსვლელი წავიდეს, დამრჩენი დარჩეს.

როგორც გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​პოლიტიკაში უნდა იყვნენ საკუთარი ხალხის უანგარო მსახურები. იმის იქით რა დაპირებები იქნება ყველა შესრულდება, თუ მორალური ღირებულებებით ხარ ამისთვის მზად. არ არსებობს საკითხი, რომელსაც ვერ მოერევა საქართველო, თუ ამაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც არა საკუთარ კეთილდღეობაზე იქნებიან ორიენტირებულნი, არამედ, ის ადამიანები, რომლებსაც სახალხო ინტერესი პირად ინტერესზე წინ აქვთ დაყენებული.

​”ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს ჩვენი თანაგუნდელების მიმართ. ეს ყველაფერი დღეს არის მეორეხარისხოვანი და ვაპირებ მათთან ერთად ბოლომდე მივიღო მონაწილეობა ამ ბრძოლაში. ეს არის ტკივილი ჩემთვისაც ბოლო შანსი, “ქართულ ოცნებასთან” ერთად შემოვაბრუნოთ პოლიტიკური ვითარება ქართველი ხალხის სასარგებლოდ. რევერანსების დრო აღარ არის”, – აცხადებს ფოფხაძე.

დეპუტატმა მმართველ პარტიაში ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით სიტყვა “წმენდის” გამოყენება მისთვის კატეგორიულად, რადგან ეს მასში ბოლშევიკური პოლიტიკური ლექსიკის ასოციაციას იწვევს.

“არანაირი წმენდა “ქართულ ოცნებაში” საჭირო არ არის. უბრალოდ საჭიროა იმ ადამიანების რესურსი, რაც ჩვენ გვაქვს, სწორად გამოვიყენოთ. ვინც შემთხვევით აღმოჩნდა “ქართულ ოცნებაში” და რეალურად არ მოდის თანხვედრაში ჩვენს საერთო ბრძოლასთან და ღირებულებებთან, ისინი თავისით უნდა ჩამოგვშორდნენ წმენდის გარეშე, რადგან ისინი მოხვდნენ იქ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ. ჩვენ ყველას გვაქვს იმის რესურსი, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. არასდროს მიღალატია ჩემი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არც მომავალში ვაპირებ ამას. წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი – დარჩეს”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

მსგავსი თემები