“ლეიბორისტული პარტია” უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლას ითხოვს

ლაშა ჩხარტიშვილმა დედაქალაქის მერს უსახლკარო ადამიანებისთვის კარვების გაშლის მოთხოვნით მიმართა. სოციალური პოლიტიკის გამო ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

,,სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია როცა ქუჩებში იყინებიან ადამიანები და ამით იღუპებიან. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე უპირველეს ყოვლისა კახი კალაძისა, რომელიც ხარჯავს უდიდეს სახსრებს ხალხის ფულს, იტაცებს, საკუთარ ხელფასებს და თანამშრომლების იორმაგებს და ამ დროს ვერ იმეტებს ვერცერთ თეთრს ქრონიკული დაავადების მქონე უსახლკარო პირებისთვის. დაუყოვნებლივ კარვებში მოეწყოს დროებითი თავშესაფარი დაავადებული პირებისთვის, მათ შორის ალკოჰოლიკებისთვის, ნარკომანიით დაავადებული  პირებისთვის  და სხვა მწოლიარე პირებისთვის და ამასთანავე თბილისის ბიუჯეტში ახლა მაინც ჩაიდოს სპეციალიზირებული თავშესაფრის მშენებლობისთვის განკუთვნილი სახსრები, “– განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მსგავსი თემები