,,ამ პირობებში კლუბების გახსნა დამატებითი რისკია” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კლუბების გახსნის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

,,ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით “ომიკრონთან” მიმართებაში და ამ პირობებში კლუბების გახსნა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ნამდვილად ვერ დაუჭერს. მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდი კიდევ მოვითმინოთ ამგვარი გართობის გარეშე, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რომელიც უკავშირდება თუნდაც ახალი შტამის სწრაფ გავრცელებას, გადავაზღვიოთ.” – აღნიშნა გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები