გიორგი გახარიამ ბერიშვილების ოჯახს ბანკის ვალი დაუფარა – ინფორმაცია სოციალური ქსელიდან

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში მოკლული 8 წლის, ნანა ბერიაშვილის  ოჯახს ბანკის ვალი დაუფარა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს.

„გორში, რვა წლის ბავშვის ტრაგედიას ვერაფერი შეამსუბუქებს, მაგრამ ბინა რომელიც მის ოჯახს ჩადებული ჰქონდა 20 000 $ -ად და ბანკი უყიდდა, დაუფარა გიორგი გახარიამ.

ყველაზე საინტერესო კი ამ ფაქტში არის ის, რომ ამას პიარის გამო არ აკეთებს! არც არსად გაშუქებულა! შემთხვევით გავიგე ეს ინფორმაცია!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს, ​გორში, 8 წლის ნანა ბერიაშვილი მკვდარი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით, ადრე ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცია დაკავებული.

მსგავსი თემები