ახალქალაქის ინციდენტზე ბრალი 5 ადამიანს წარუდგინეს

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი წარუდგინეს.

როგორც „მთავარს“ პროკურატურიდან მიაწოდეს ინფორმაცია, ბრალი 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ.

„30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სსკ-ის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ბრალი წარედგინა 5 პირს: მ. მ.-ს, კ. მ.-ს, ე. მ.-ს, ა. ა.-ს და ა.კ.-ს. გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარეს, გამოიკვეთნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები და ის პირები, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდა. მოწმის სახით ჩატარებულ გამოკითხვებიდან დგინდება, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება საწყის ეტაპზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც შემდგომში გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება“, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები