“მიხარია, ამ საერთო დასკვნამდე რომ მივედით” – სალომე ზურაბიშვილი კანაფის კულტივაციაზე

​საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი შეფასებით, ეს სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ამომრჩევლები ითხოვდნენ.

„მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს,” – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი და ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის მოლოდინს პასუხობს.

„მიღებული გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან გაზიარებული, კანაფის კანონის გამოწვევაზე, პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და მოლოდინს. ეს იყო ის, რაც ჩემი სამთვიან კამპანიის დროს ყველგან მოვისმინე, ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა დედებისგან, საქართველოს ყოველ რეგიონში… მიხარია, რომ ამ საერთო დასკვნამდე მივედით, რამეთუ ასეთი საკითხი საზოგადოების და საპატრიარქოს გარეშე არ უნდა წყდებოდეს,“ – აცხადება სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები