ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების გაზრდას აპირებს.

ინიციატივა დე ფაქტო პარლამენტის უახლოეს სესიაზე განიხილება. აღნიშნულ ინფორმაციას დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ე.წ. საზღვრიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებს 20 000 რუბლის ნაცვლად, გაცილებით მეტი თანხის გადახდა მოუწევთ.

„კანონპროექტი სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს. ვინაიდან არსებული ჯარიმის ოდენობა ეფექტური არ არის და ხელს არ უწყობს კანონდარღვევების რაოდენობის შემცირებას, რაც შესაცვლელია. ასევე, გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავალი“, – ასეთია ე.წ. პარლამენტარ სერგეი ხარებოვის პოზიცია, რომელსაც მისი კოლეგებიც ეთანხმებიან.

მსგავსი თემები