“რომ ამბობთ 9 წელი დავივიწყოთო, შაჰ-აბასი დავივიწყოთ?” – ვიქტორ ჯაფარიძე არჩევნებზე

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მიუღებლად მიიჩნევს დავიწყებას მიეცეს ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობა, ისევე, როგორც ხალხმა არ უნდა დაივიწყოს შაჰ-აბასი და ირანის დამპყრობლური ომები საქართველში.

რიოგორც ​ვიქტორ ჯაფარიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი პერიოდი და მათი მმართველობის 9 წლიანი პერიოდი სვანეთს ძალიან მწარედ ახსოვს და მიაჩნია, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე სვანეთში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს ხმების 57 %-ზე მეტი უნდა მიეღო.

„სვანეთში 57%-მდე მივიღეთ, უფრო მეტს ველოდებოდი, რადგან სვანეთს ძალიან მწარედ გვახსოვს ის 9 წელი, რომელიც თურმე არ უნდა გავიხსენოთ. მე თქვენ შეგეკითხებით, შაჰ -აბასი დავივიწყოთ? რამდენიმე საუკუნის წინ იყო, მაგრამ ხომ გვახსოვს. მესმის, რომ სხვა მოლოდინები იყო, მაგრამ არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა, ეს არის დემოკრატიული პროცესის თანმდევი მეორე ტური. წარმოიდგინეთ თქვენ იმ 9 წლის განმავლობაში რამდენი არჩევნები ჩატარდა და მეორე ტური თუ გახსოვთ სადმე? მეორე ტური კი არა, ყველგან 100%-ით ფიქრობდნენ გამარჯვებას. თემა იყო ერთი: – გაყალბდა არჩევნები, ჩაყარეს ბიულეტენები, იყო დაშინება, ძალადობა, კუდ-ი”, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები გაიხსენა, როცა 16თემიდან პარტია “ნაციონალური მოძრაობა” 14 თემში დამარცხდა.

” მაშინ მიშა თეთრ ცხენზე იჯდა. 2006 წელს, როცა მთელს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა არავის მიუღია, გარდა სვანეთისა, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა თვითმმართველობის არჩევნებზე, მე მახსოვს სპეცრაზმით გარშემორტყმული გამგეობის შენობა. მაშინ 16 თემიდან 14 თემში მოვუგეთ. დღეს არის მეორე ტური. პირველ ტურში არჩევნები მოიგო სალომე ზურაბიშვილმა და დარწმუნებული ვარ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებას ვიზეიმებთ არა პარტია “ქართული ოცნება” არამედ ქართველი ხალხი”, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

დეპუტატის თქმით, შეცდომები იყო. მმართველი გუნდის მიერ მიმდინარეობს ამ შეცდომების გაანალიზების პროცესი, რომ სასწრაფო წესით მოხდეს შეცდომებზე რეაგირება და მეორე ტურში გაცილებით უკეთეს შედეგი დადონ.

მსგავსი თემები