საკუთარი ხელით ჩვენს ქვეყანას ყელი არ უნდა გამოვჭრათ – ზაზა პაპუაშვილი არჩევნების II ტურზე

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არის არა “ნაციონალური მოძრაობის” ან სხვა რომელიმე პარტიის დამსახურება, არამედ იმის მტკიცებულება, რომ ხალხმა მოიპოვა უფლება, გასწიონ ყველა პარტია გვერდით და ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი.

როგორც ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს განაცხადა, ეს ვითარება მმართველმა გუნდმა ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა უსაყვედურონ ამომრჩეველს.

“მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ამომრჩეველს და დავპირდეთ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მომწონს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენ პრობლემას და სხვისკენ არ გაიშვერს ხელს. ​ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ პარტიის ოფისში. მომწონს ასეთი შეხვედრები, როდესაც ძალიან რეალური და სწორი მიმართულებით იყო აზრები გამოთქმული. ბევრი კრიტიკა გამოითქვა. ეს არ იყო თვითტკბობის შეხვედრა”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

დეპუტატის აზრით, არჩევნების II ტურამდე დარჩენილი დრო არ არის ის პერიოდი, რომ ახალი დაპირებები გასცენ, რადგან ეს იქნება ცრუ დაპირებები. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხიდის აღდგენა “ქართულ ოცნებასა” და მოსახლეობას შორის.

“ცრუ დაპირებას არაფრის დაპირება სჯობს, რადგან ერთი თვე არ არის ის დრო, რომ ამომრჩეველს რამეს დაჰპირდე. ამ ერთ თვეში უნდა აღდგეს ხიდი მოსახლეობასთან. უნდა აღდგეს ნდობა. რაც არ უნდა გართულდეს ვითარება, საკუთარ ქვეყანას არ ებუტებიან. საკუთარი ხელით ჩვენს ქვეყანას ყელი არ უნდა გამოვჭრათ, არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება რომ გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ”, – აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები