სატელეფონო სიმ-ბარათების ნაწილმა, შესაძლოა ID ბარათის ფუნქცია შეიძინოს

სატელეფონო სიმ-ბარათი ID ბარათის ფუნქციას შეიძენს.  მოქალაქეებს სატელეფონო სიმ-ბარათებზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩატვირთვისა და შემდგომ მისი გამოყენების საშუალება ექნებათ.

სიმ -ბარათზე ჩაიტვირთება ყველა პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემი და მოქალაქეს სურვილის შესაბამისად საშუალება მიეცემა გაიაქტიუროს, ასევე, ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციაც. პროექტის საშუალებით, ასეთი მობილური სიმ-ბარათის მფლობელს პირადობის მოწმობის ტარება აღარ დასჭირდება.

პროექტის დანერგვაში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფრანგული კომპანია დაეხმარება. სწორედ მისგან შეიძენს სახელმწიფო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას.

5,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში, ფრანგული IDEMIA FRANCE-ს გარდა, კიდევ სამი ქართული და ერთიც თურქული კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ყველა მათგანმა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. საბოლოოდ გამარჯვება IDEMIA FRANCE-ს დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეთავაზება ყველაზე მაღალი ფასის იყო – 4,8 მილიონი ლარი. კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს.

 

მსგავსი თემები