,,დადგა მძიმე დრო, როცა ერი და ბერი ეკლესიის მეთაურებისგან მოელის ქრისტიანული და ზნეობრივი ნორმების შეხსენებას” – ზურაბიშვილი პატრიარქს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 წლის იუბილე მიულოცა.

ისალოც წერილში ზურაბიშვილი ეროვნულ თანხმობასა და პროცესში ეკლესიის როლზე საუბრობს.

,,დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურებისგან მოელის ხალხისთვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე…”,- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. 

მსგავსი თემები