,,კლუბები არ უნდა გაიხსნას! ეს ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს” – ცერცვაძე

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, განაცხადა, რომ ღამის კლუბები არ უნდა გაიხსნას. მისი თქმით,  კლუბი “სიახლოვისთვისაა შექმნილი” და გახსნა კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს.

სამედიცინო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს ახალგაზრდებისა და მათი მეპატრონეებისთვის, კლუბები არ უნდა გაიხსნას. ღამის კლუბი არის ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი დაწესებულება. შესაძლოა მკითხოთ, სხვა დაწესებულებები თუკი მუშაობს: მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები, სტადიონები გაიხსნა, მაშინ ღამის კლუბებმა რა დააშავეს? ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია? – არა!

ღამის კლუბი სიახლოვისთვისაა შექმნილი, იმისთვის, რომ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ახლოს იგრძნონ თავი. სამწუხაროდ, ეს კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები