ვირუსით 2 090 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 640 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 768  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.30%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  922 707-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.30%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.41%.

მსგავსი თემები