პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს  შალვა პაპუაშვილი დაიკავებს

„ქართულ ოცნებაში“ მმართველი გუნდის შეხვედრა საკადრო გადაადგილებებით დასრულდა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეცვლის. შალვა პაპუაშვილის ადგილს კი დეპუტატი გიორგი ამილახვარი დაიკავებს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთი გადაწყვეტილება ის არის, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იზრდება. კერძოდ, მას დაემატებიან ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.

 

მსგავსი თემები