ერთდღიანი პარკირება 20 ლარი, ერთთვიანი კი 100 ლარი – პარკირების გადასახადიც განხილვის ეტაპზეა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, იანვრიდან იურიდიულ პირებს დასუფთავების გადასახადი უორმაგდებათ. მერია პარკირების ტარიფების გადახედვასაც ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

საუბარია პარკირების საფასურის გაზრდაზეც. არის მსჯელობა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მსგავსად, აქაც სააბონენტო გადასახადი ამოქმედდეს. ასე მაგალითად: პარკირების ერთდღიანი საფასური 20 ლარი იქნება;  ერთკვირიანი ბარათი – 100 ეღირება; ერთწლიანი კი დაახლოებით 800 ლარი.

შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან იცვლება საზოგადობრივი ტრანსპორტის ფასები. აქაც სააბონენტო სისტემა შემოდის. ერთჯერადი მგზავრობა, ერთი გზა 0.50-ლარიდან ერთი ლარი ხდება, ერთდღიანი ბარათი კი 3 ლარი

მსგავსი თემები