თბილისში, ცალკეული სავაჭრო ობიექტების თუ კომპანიების მიერ მუნიციპალური საპარკინგზე ადგილების მისაკუთარების პრობლემაზე ერთ-ერთი მოქალაქე “მედიაცენტრ მთავარს” სწერს. იგი დედაქალაქის მერიისგან პასუხს ითხოვს კითხვაზე, აქვს თუ არა უფლება ამა თუ იმ ობიექტის მეპატრონეს რიგით მოქალაქეს საპარკინზე ზოლში ავტომობილის გაჩერების უფლება არ მისცეს.
“თბილისის მერიიდან მაინტერესებს კონკრეტულ კითხვაზე პასუხი – აქვს თუ არა უფლება მაღაზიის, ოფისის, დაცვის კერძო ორგანიზაციას თუ სხვა ობიექტს საკუთარი შენობის წინ დაიკავოს, მოინიშნოს „დაიზანიატოს“ საპარკინგე ადგილი და რიგით მოქალაქეს მის წინ, რომელიც ოფიციალური საპარკინგე ადგილია, მანქანა არ გააჩერებინოს. რა უფლებით ანიჭებთ მსგავს უპირატესობას შენობების მეპატრონეებს? კონკრეტიკა უამრავია, თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ მაგალითს დავჯერდები – დაცვის შენობა „ალგანის“ წინ, ქუთაისის ქუჩაზე, რატომ უნდა მიწევდეს ჩხუბი და გაწევ-გამოწევა და რატომ უნდა მიმტკიცებდეს დაცვის ხელმძღვანელობა რომ ეს ადგილი მათია, როცა მონიშნულია როგორც პარკინგი. უფრო მეტიც, რატომ უნდა მეუბნებოდეს, გინდა პატრული გამოიძახე და ვისაც გინდა გამოუძახე აქ მანქანას ვერ გააჩერებო. აი, სწორედ აქიდან იწყება ის უთანასწორობა, რამაც ის შედეგი დადო არჩევნებზე, რაც მიიღეთ. უთანასწორობა, ჩაგვრა და უსამართლობა სწორედ ასე იწყება, რომელიც გროვდება და უკან გიბრუნდებათ”, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.