„ომიკრონით“ დაავადებული ადამიანის კლინიკაში მოხვედრის რისკი 70%-ით ნაკლებია

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებული ადამიანის კლინიკაში მოხვედრის რისკი 70%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოზე (UKHSA) დაყრდნობით იტყობინება.

UKHSA-ს ცნობებით, ამის მიუხედავად „ომიკრონი“ მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“ და შესაძლებელია, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

ამავდროულად, UKHSA-ში წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთებიდან 10 კვირის შემდეგ, კორონავირუსისგან დაცვის მექანიზმი მაინც კლებულობს ადამიანის ორგანიზმში და ზოგიერთს შესაძლოა, აცრის მეოთხე დოზა დასჭირდეს.

მსგავსი თემები