წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

თბილისის შემოგარენში, კერძოდ, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სრული რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეუფერხებლად გადაადგილებას შეძლებს.
წყნეთი-ბეთანიის გზა 2015 წლის 13 ივნისის შედეგად დაზიანდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ყველა სამუშაო ძალიან მალე დასრულდება და გზის ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტზე, დაახლოებით, 28 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა 13 ივნისს, როდესაც მთის მასა მოწყდა. თქვენ ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული. გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის   სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები