გახსოვდეთ, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის

მამა პეტრე (კოლხი) ბოროტებით,  სიძულვილითა და სხვისი დამარცხების სურვილით გაჟღენთილ „ადამიანებს“ სოციალური ქსელის საშუალებით შეტყობინებას უგზავნის.

„როგორ იძინებს ის ხალხი, ვინც მთელი ცხოვრება სხვის დაჩაგვრას და განადგურებას ცდილობს…როგორ

ახსენებს ღმერთის სახელს ის ხალხი, ვინც გულში სხვის წარუმატებლობაზე ლოცულობს…

როგორ აძლევს თავს უფლებას ის ხალხი, სხვას ჭკუა დაარიგოს, ვინც მთელი შეგნებით ბოროტებას ემსახურება…

მიწა როგორ არ უსკდებათ მათ, ვინც დღე და ღამე სხვის წაქცევაზეა ორიენტირებული…

ასეთები როგორ უძლებენ საკუთარ თავს და საპნის ბუშტივით როგორ არ სკდებიან, ბოღმისგან, სიძულვილისგან, აგრესიისგან…

გახსოვდეთ, ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის!..“ – აცხადებს პეტრე კოლხი.

მსგავსი თემები