მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის გამო ზომებს ამკაცრებენ

​კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელების გამო, მსოფლიოს ქვეყნები ზომებს ამკაცრებენ. ევროპის ზოგიერთი  ქვეყანა კი შეზღუდვების მკაცრი ზომების გამოყენებაზეც ფიქრობს, რაც შესაძლოა ე.წ. ლოქდაუნს დაექვემდებაროს.

თითქმის ყველა ქვეყანა საახალწლო ღონისძიებებზე უარს ამბობს. ერთ-ერთი ასეთია იტალია, რომელმაც, მკაცრ შეზღუდვების პარალელურად, საახალწლო ღონისძიებებიც გააუქმა.

იტალია ისევ უბრუნდება ღია სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულებას. დაიხურება გასართობი ცენტრები, კლუბები. იტალიაში ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 90%-მდე აცრილია, დამატებით დოზებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები