დიღომში მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წლებია, რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ, თუმცა ამის ნაცვლად, ფეხბურთის ფედერაცია დახურული ტიპის სტადიონის მშენებლობას იწყებს.

მოსახლეობას მერიის სახელზე გასაჩივრების ოქმიც ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა რამდენიმე საათის წინ ადგილზე ტექნიკა გამოჩნდა და ტერიტორია რკინის კონსტრუქციებით შემოღობა.

ადგილზე გომელაურის უწყების თანამშრომლების უპრეცენდენტო მობილიზებაა.

მსგავსი თემები