მე-12 კარავი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან – მოშიმშილეების რაოდენობა იზრდება

საქართველოს მესამე  პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან უკვე მე-12 კარავი გაიშალა. პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტის ამ სახეს აგრძელებენ და ჯერჯერობით ყველა მათგანი თავს კარგად გძნობს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ, რომელიც შიმშილობს, ქართული ოცნების” განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა რომ შიმშილობას მსოფლიოში ვერავინ ვერავის ვერ დაავალდებულებს და ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, როცა სახელმწიფოში არავითარი ინსტიტუტი არ არსებობს და არც ნება, რომ სამართლიანობა გვქონდეს, პროტესტის მხოლოდ ეს მეთოდი რჩება. მანვე აღნიშნა, რომ ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს ორშაბათს შეხვდება.

 

 

 

მსგავსი თემები