ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დღესაც ვერ დაესწრება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე 2 შუამდგომლობას დააყენებს. ერთი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას უკავშირდება, ხოლო მერე შუამდგომლობით, დაცვის მხარე 2 მოწმის ხელახლა გამოკითხვას მოითხოვს.

“დღეს გვექნება ორი შუამდგომლობა – პირველი შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დართვას საქმეზე, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფუნდამენტურად შეილახა მისი უფლებები და ამავდროულად, გვექნება მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა და ამ შუამდგომლობის გადაწყვეტა კიდევ ერთხელ იქნება ტესტი იმისა, ყოველ კონკრეტულ ეტაპზე რა დავალებებს იღებს სასამართლო. ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე დაკითხული ორი მოწმის ხელახლა გამოძახებას. მოწმეების, რომლებიც არიან ამ საქმეში ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ”, – განაცხადა ბექა ბასილიამ.

მსგავსი თემები