მივეცი ხმა კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 28 ოქტომბრის  საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გააკეთა. ის თბილისის მთაწმინდის რაიონის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე მივიდა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი.

“მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც მრავალი საუკუნის საოცარი, გმირული ისტორია აქვს. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს – ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

მსგავსი თემები