პროკურატურა ზაზა სარალიზის პატიმრობას არ ითხოვს  

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავისუფალია. პროკურატურა მის მიმართ პატიმრობას არ ითხოვს, მოთხოვნილი აღმკვეთი ღონისძიების ფორმა გირაოა. აღნიშნული მოთოვნა სასამართლოში ჯერ არ შესულა.

„ზაზა სარალიძეს  ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს“, – აღნიშნავენ  პროკურატურაში.

ზაზა სარალიზეს  სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოხსნილი აქვს. როგორც სარალიძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ გაუცხაა, ის ბრალს არ ეთანხმება.

 

მსგავსი თემები