გიორგი მარგველაშვილს უფლებას მისცეს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

“გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია. აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუწყოს ხელი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები