ახალი წელი გავატაროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად – რეკომენდაცია

კორონავირუსის ახალი შტამის თავიდან ასაცილებლად და მასშტაბების შესამცირებლად, მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, სადღესასწაულო დღეები ოჯახურ გარემოცვაში გაატარონ.

როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, აღნიშნული  რეკომენდაცია შესასრულებელია.

„კარგი იქნება, თუ წელს მშობლები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და თავს შეიკავებენ დახურულ სივრცეში ახალი წლის აღნიშვნისგან. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. ეს ნაკლები რისკია ახალი, უცნობი კონტაქტის და ინფექციის გავრცელების. დახურულ სივრცეში სადღესასწაულო ზეიმი მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავრში“.

 

მსგავსი თემები