საკოორდინაციო საბჭო ვაქცინაციის ვადების შემცირებას განიხილავს

კორონავირუსის ახალი შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით, მედიკოსები ფიქრობენ, რომ აცრებს შორის პერიოდი უნდა შემცირდეს. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, რეკომენდაციას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს.

„მომზადებულია ღონისძიებათა პაკეტი.  ერთ-ერთი მოსალოდნელი ღონისძიება, რომელიც შეიძლება იყოს განხილული და ჩვენ ამას ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე განვიხილავთ, ეს არის ღონისძიება, რომელიც ვაქცინაციის მეორე დოზასა და „ბუსტერ“ დოზას შორის ვადების შემცირებას დაუკავშირდება. ეს იქნება ერთ-ერთი ადეკვატური პასუხი ამ გამოწვევაზე. იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ“, – განაცხადა ვანო ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები