მედიკოსები ვაქცინის მეოთხე დოზის შემოღების საჭიროებაზე საუბრობენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. ბუსტერ დოზებს შესაძლოა, მეოთხე დოზაც დაემატოს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი.

„დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი” შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები