საჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება

საჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს შეეხება საჯარო დაწესებულებებს.

„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი 1-ლი იანვრიდან დაწყებული, ეს ეხება საჯარო დაწესებულებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მსგავსი თემები