პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება

პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირველ თებერვლამდე საზოგადოებას მეტროს, ავტობუსების, მიკროვტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონიმენტები.

მისი თქმით, 5 იანვრიდან დაიწყება ბარათების გაყიდვა მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში.

„რაც შეეხება აბონიმენტებს, გვექნება ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება ერთი ლარი, ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტში, მეტრო, ავტობუსი, მიკროავობუსით სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდიან 90 წუთის განმავლობაში.

მეორე შემოგვაქვს ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი, რომელიც ეღირება სამი ლარი. ამ ბარათის მფლობელს შეეძლებათ მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ მხოლოდ 3 ლარად.

ასევე შემოგვაქვს ულიმიტო ერთკვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. ამ ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. 20 ლარი ეღირება ეს, ეს ბარათი გათვლილია ტურისტებზე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებელბეზე სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესოა.

ულიმიტო ერთთვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. ამ ბარათის მფლობელს შეეძლებათ, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ მხოლოდ 40 ლარად. ასევე გვაქვს ულიმიტო სამთვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება, ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებელებისთვის. ასევე გვაქვს ულიმიტო 6-თვიანი ბარათი, რომელიც 150 ლარი ეღირება. გვაქვს ასევე ერთწლიანი ბარათები აბონიმენტი, რომელიც 250 ლარი ეღირება. ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა.

გვაქვს ასევე შეღავათიანი პროგრამები. უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს თბილსიში რეგისტრირებული უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები. თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგსიტრირებული ვეტერანები და სხვა. რაც შეეხება შეღავათიან მგზავრობის ტარიფებს – 20 თეთრის გადახდის უფლებით ისარგებლებს თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებული უბნის ექიმები, პედიატრები, მანდატურები და სხვა. ასევე გვაქვს შეღავათიანი მგზავრობა 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურ დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები