ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს (ვიდეო)

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, კახეთის გზატკეცილის საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, დაკავებულთან შეხვედრას იგი ამ წუთებში ელოდება.

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, პოლიციის თანამშრომელს დაესხა თავს. მან სამართალდამცველს ხელკეტი ჩაარტყა. შედეგად სარალიძე დააკავეს.

თავდახსმის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=fGRt4szRcvw

მსგავსი თემები