მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დრეს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი  სისხლის სამართლის საქმეს, კერძოდ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულ მესამე პრეზიდენტი არ დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. აღნიშნული საქმეზე ასევე დაკავებულები არიან: ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

 

მსგავსი თემები