„სიკვდილთან შეხვედრა“ – რამაზ გერლიანი თვითმკვლელობას გეგმავდა  

3 დღით გაუჩინარებული რამაზ გერლიანი სამართალდამცველებმა სურამის ტყეში იპოვეს. ის დილით, დაახლოებთ 3:00 საათზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე კითხავდნენ. გერლიანმა პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთია, დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო „სიკვდილთან შეხვედრა“.

“სურამში და სურამის ტყის მიმდებარედ ვმოძრაობდი. მივეცი განმარტება და მანამდეც დავწერე გიორგი გოგნიაშვილის, პოლიციელის მხრიდან ჩემს მიმართ უღირსი და პატივის აყრის ქმედებაზე.  ეს იყო ძირითადი მიზეზი რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ასე შემდეგ. ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა, პოლიციამ მომისწრო და ვერ… ცუდად ვარ ხალხნო“ – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებიდან გამოსულმა რამაზ გერლიანმა.

 

მსგავსი თემები