სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, რაფიკ სოღოიანი 2 000 ლარით დააჯარიმეს

ნინოწმინდაში, №41 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის საკრებულოს თანამშრომელი, არფიკ სოღოიანი 2 000 ლარით იმის გამო დააჯარიმეს, რომ მან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე გააზიარა.

​როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენის მიზეზი გახდა ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რითაც დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48- მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მსგავსი თემები