ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ, პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკვირდებიან 

  •  

ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს დღეს ირჩევს. ქართული სამშვიდობო ბატალიონის წევრებისთვის, ორი საარჩევნო უბანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარი – შაფირში მდებარე „მარმალის ბაზაზეა“ გახსნილი. საარჩევნო სიაში 875 სამხედროა.

​ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ჯარისკაცებს, რომლებიც საგუშაგოს ვერ ტოვებენ, სპეციალურ გადასატან ყუთებს მიუტანენ. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დალუქულ საარჩევნო ყუთებს თბილისში ჩამოიტანენ და 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე გახსნიან.

ავღანეთში ქართველი სამხედროების ხმებს მას შემდეგ დაითვლიან, რაც საარჩევნო პროცესი საქართველოში სრულად დასრულდება.

​როგორც ცნობილია ბაგრამის ბაზაზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებიან პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, დეპუტატები დავით დარჩიაშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი გიორგი ბარამიძე.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ ყოფილი ხელისუფლების ცნობილი სახეები ავღანეთში სპეციალური ჯგუფის წევრებად ირიცხებიან, დავით დარჩიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის პარტია “ევროპულ საქართველოს”, ხოლო გიორგი ბარამიძე “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს. ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია.

“ბაგრამის ბაზაზე ჩვენმა ჯარმა ხმის მიცემის პროცესი დაიწო და მჯერა ისინი პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს აირჩევს”, – წერს გიორგი ბარამიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ქართველ სამხედროებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  საარჩევნო უბანი, ავღანეთის დროით დილის 8 საათზე გაიხსნა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ, პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკვირდებიან ”

  1. You completed certain nice points there. I did a search on the theme and found nearly all people will consent with your blog.

  2. Magnificent web site. Lots of useful information here. I?¦m sending it to several friends ans also sharing in delicious. And naturally, thank you on your effort!