სოციალურად დაუცველი ბავშვების 50 % ვერ ღებულობს სკოლამდელ განათლებას – გაეროს კვლევა

საქართველოში, სკოლამდელ განათლებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების 50 % ვერ ღებულობს, ხოლო სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების შემთხვევაში ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია. 2-დან 6 წლამდე ბავშვების დაახლოებით 30 % არ დადის ბაგა-ბაღში იმის გამო, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილი აღარ არის. ასეთი მდგომარეობა ძირითადად ქალაქებშია.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალიან ბევრ ოჯახს აქვს სურვილი რომ ბავშვმა იაროს სკოლამდელ უფასო დაწესებულებაში, მაგრამ არ არის ადგილები. ასევე, ხშირად გარემო არ არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ხშირად პედაგოგებს არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია.

“ისინი ვინც დადიან ბაგა-ბაღებში, ხვდებათ სხვადასხვა სახის ბარიერები და ვერ ახერხებენ ინკლუზიურ განათლებაში განვითარდნენ პედაგოგებს არ აქვთ შესაბამისი კომპეტენციები, როგორ იმუშაონ ასეთ ბავშვებთან,ხშირად ასეთ ბავშვებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ჯგუფები გადატვირთულია”, – აცხადებს ანა ჯანელიძე.

მისივე ინფორმაციით, პრობლემაა რეგიონებშიც. როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების 70 % ღებულობს სკოლამდელ განათლებას, სოფლებში მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 46% დადის ბაღში, ხოლო ეთნიკური უმცირესობების ოჯახებიდან ბავშვების მხოლოდ 33%-ს მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე.

“მიუხედევად იმისა, რომ დღეს გვაქვს ახალი საგანმანათლებლო სტანდარტი, თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიები, ისინი რეალურად დღეს რა ხორციელდება. ბევრ მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში არ აქვთ ინფორმაცია და ხელი არ მიუწვდებათ იმ რესურსებზე, რომელიც უნდა დაეხმაროს პედაგოგებს გაიაზრონ ახალი სტანდარტი და ისინი პრაქტიკაში გამოიყენონ”, – აცხადებს გაეროს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა 2017 – 2018 წლებში დაიწყო მასშტაბური კვლევა ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში და თბილისში. ყველა მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გადაჭრა მნიშვნელოვანია ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხი გასაუმჯობესებლად.

 

 

მსგავსი თემები