ევროკავშირი „კოვიდპასპორტს“ 9 თვიანი ვადით აღიარებს

ევროკავშირის ქვეყნებისთვის ე.წ. კოვიდსერთიფიკატი ვადიანია. კერძოდ, ევროკომისიამ ახალი წესები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ციფრული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვით განისაზღვრა.

რაც შეეხება აცრის დამატებით დოზას, ახალი გადაწყვეტილებით,  გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.

კოვიდპასპორტი“ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ 3 თვე ძალას არ დაკარგავს, რომ დამატებით ამ სამ თვეში, მოქალაქეებმა დამატებითი ვაქცინა გაიკეთონ. ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა სწორედ აღნიშნული პრინციპით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული წესი ევროკავშირის ქვეყნებში  2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

 

მსგავსი თემები