„ეს პოლიციელი არის პატარა ჭანჭიკი ამ საქმეში“ – გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ძმა

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ძმის განცხადებით, ოჯახს სამართალდამცველებთან არანაირი კომუნიკაცია აქვთ და არც ის იციან, საქმეში ეჭვმიტანილი პოლიციელის გამოკითხვა მოხდა თუ არა.

როგორც რომანოზ გერლიანმამედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, სამართალდამცველის – გიორგი გოგნიაშვილის შესახებ ის იმ წერილებში დაწვრილებით წერდა, რომელიც არაერთ უწყებაში აქვს გაგზავნილი, თუმცა, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

„ჩემი ძმის ყოფილი მეუღლისა და პოლიციელის ურთიერთობას რაც შეეხება, იმ წერილებში ყველაფერია აღწერილი, თუ რა მიზნით შევიდა პოლიციელი ჩემი ძმის საცხოვრებელ ბინაში. არ მინდა, ჩემი ძმის შვილების დედაზე ვისაუბრო და თუ რამეა, ეს სამართალდამცველებმა უნდა გამოიკვლიონ.  მქონდა ჩემს ძმასთან საუბარი და მან მითხრა, რომ მის ყოფილ მეუღლესა და პოლიციელს ნაცნობობა ჰქონდათ. ამას იქით რა ურთიერთობა იყო, მე არ ვიცი“ – განაცხადა რომანოზ გერლიანმამედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმის, რომ მისი ძმა იმ პოლიციელს ამხელდა, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებდა, მის შესახებ არაფერი იციან.

„მან არაერთი წერილი გაგზავნა როგორც გენინსპექციაში, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის პრობლემა, რაც მას ჰქონდა. ის ითხოვს ამ ორგანოებიდან დროულ რეაგირებას, ისიც წერია, რომ ეს პოლიციელი მას გაეცნო როგორც გამომძიებელი, თითქოს სამეზობლოში რაღაც მოხდა და ის დაკითხვაზე იყო მოსული. როცა ჩემმა ძმამ გამოკითხვა დაუწყო, თუ ვინ იყო, მან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და იარაღითაც დაემუქრა. ეს ყველაფერი წერია განცხადებაში,“ – აღნიშნა რომანოზ გერლიანმამედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, გაუჩინარებულ რამაზ გერლიანი 36 დღე ელოდებოდა ამ წერილებზე რეაგირებას.

„დღეს კი არ ვიცით სად არის, რა მგდომარეობაშია, ცოცხალია თუ არა. ოჯახს არანაირ ინფორმაციას გვაწვდიან. არც ის ვიცით, ის პოლიციელი დაკითხეს თუ არა. ჩემი ძმა საუბრობდა, რომ  მასსა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და 36 დღის განმავლობაში რეაგირება არ მოუხდენიათ. ეჭვი მიჩნდება, რომ ეს პოლიციელი არის პატარა ჭანჭიკი ამ საქმეში“ – განაცხადა რომანოზ გერლიანმამედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ საუბარია პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილზე, რომელზეც გაუჩინარებული რამაზ გერლიანი სოციალურ ქსელში წერდა და შანტაჟსა და ძალადობაში ადანაშაულებდა. რამაზ გერლიანს, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მან წერილი და მობილური ტელეფონი დატოვა სადაც მნიშვნელოვანი გზავნილებია.

 

“ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის“, რამაზ გერლიანის მეგობრების ინფორმაციით, გერლიანს მობილურ ტელეფონში მასსა და სამართალდამცველ გიორგი გოგნიაშვილს შორის, მის საცხოვრებელ სახლში გამართული შეხვედრის ჩანაწერი ჰქონდა.

როგორც გერლიანის მეგობარმა ნოდარ სირბილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ტელეფონში არსებული ინფორმაცია გასაჯაროვდეს. ამასთანავე, მისი თქმით, უნდა დაიწყოს გამოძიება გერლიანის გამოქვეყნებული „ფეისბუქ პოსტის“ წაშლასთან დაკავშირებით.

„ეს ყველაფერი რამაზ გერლიანმა იმისთვის გააკეთა, რათა გვენახა ტელეფონში არსებული ინფორმაცია. რამაზი გვეუბნებოდა, რომ ტელეფონით ჰქონდა ჩანაწერი იმ ადამიანთან შეხვედრის, რომლის ფოტოსურათიც გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია ტელეფონში არსებული ინფორმაცია ყველასთვის გახდეს ცნობილი. კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა „ფეისბუქიდან“ რამაზის პოსტის წაშლა, იმ პოსტის, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც რამაზი გაუჩინარდა. ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება ვინ იყო რამაზ გერლიანისექაუნთით” შესული და წაშალა აღნიშნული პოსტი“, – აღნიშნა ნოდარ სირბილაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამაზ გერლიანის მეუღლე ძალოვანი უწყების წარმომადგენელს იცნობდა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოიტყუა, გერლიანის მეგობრის განმარტებით, სამართალდამცველმა მისი მეუღლე თავდაპირველად ყალბი „ფეისბუქ გვერდიდან“ გაიცნო, შემდეგ კი რეალური გვერდიდან განაგრძეს ურთიერთობა და სახლში მოსანახულებლად მიაკითხა.

„რამაზის პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ მისი მეუღლე იცნობდა აღნიშნულ პიროვნებას. თავდაპირველად დაუკავშირდა ყალბი „ფეისბუქ გვერდიდან“, „ავტონაწილების ჯგუფის“ სახელით გაეცნო და შემდგომ რეალური „ფეისბუქ გვერდიდან“ განაგრძეს ურთიერთობა. ამის შემდეგ მოხდა, რომ ააკითხა სახლში მოსანახულებლად და რამაზმა აღმოაჩინა თავის სახლში ეს პოლიციელი“, – აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

 

მსგავსი თემები