„რამაზ გერლიანი სამართალდამცველებისგან რეაგირებას 35 დღე ითხოვდა“ – დაკარგულის  ახლობლები „მედიაცენტრ მთავარში“   

გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ოჯახის წევრები და ახლობლები სამართალდამცველებისგან პასუხს ითხოვენ, რატომ არ მოახდინეს გერლიანის შეტყობინებებზე რეაგირება. როგორც მათ „მედიაცენტრ მთავარში განაცხადეს, მთავარი მტკიცებულებები მობილურშია, რომელიც მათ გარეშე არ უნდა გაიხსნას.

„ჩვენ ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს. პირველი და უმთავრესი – ოპერატიულად წარიმართოს საგამოძიებო სამუშაოები და რამაზ გერლიანის ადგილსამყოფელს მიაგნონ დროულად; მეორე –  რამაზის მიერ გაკეთებული ოფიციალური, საჯარო განცხადება, რაც დადო რამაზმა სოცილალურ ქსელში, ამ განცხადების შესაბამისად წარიმართოს გამოძიება. მთავარი ნივთმტკიცება არის მობილურში.  მთავარი ჩანაწერები, ვიდეოჩანაწერები ჰქონდა მობილურში  და აუცილებელია, ეს მონაცემები გასაჯაროვდეს და ის ღია იყოს, ჩვენს დავესწროთ მობილურის გახსნას“ – განაცხადა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ წევრმა და გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მეგობარმა ირაკლი მაკალათიამმედიცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, რამაზ გერლიანს მეორე მობილურიც ჰქონდა, რომელიც ამ დრომდე ამოღებული არც არის.

„დღეს ამოღებულია მხოლოდ ერთი მობილური. არსებობს მეორე მობილურიც, რომელიც რამაზის ჰქონდა და ასევე, „ლეპტოპი“. რომელიც გამოძიებას არც ამოუღია. შეიძლება, რამაზის მობილურიდან ნაწილი მასალები გადაეტანა კომპიუტერში. მთავარია, ყველა მასალის ობიექტურად გამოკვლევა. რამაზ გერლიანი, გაუჩინარებამდე  35 დღის განმავლობაში,  სამართალდამცველებს მიმართავდა და მათ რეაგირებას ითხოვდა, თუმცა, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. რეაგირება იყონ ნული. ამაზე სამართალდამცველებმა პასუხი უნდა გასცენ.  რატომ არ მოახდინეს რეაგირება და რატომ მივიდა ეს ადამიანი ამ მდგონარეობამდე“ – განაცხადა ირაკლი მაკალათიამ მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ გაუჩინარებულმა რამაზ გერლიანმა წერილი დატოვა, სადაც კონკრეტულ პოლიციელზე მიანიშნებს, რომელიც მასსა და ის ოჯახზე ძალადობდა. მეორე დღეა, გაუჩინარებულს ვერ პოულობენ.

 

მსგავსი თემები