„ომიკრონმა“ შეიძლება დააზიანოს ზედა სასუნთქი გზების სისტემა – მაკა ბულეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა „ომიკრონის“ შტამის ორი დადასტურებული შემთხვევა ხვალ და ზეგ ძალიან დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს. ბულეიშვილმა ასევე დასძინა, რომ „ომიკრონის“ შტამთან მიმართებაში განსაკუთრებით ყურადღებით ასაკოვანი და გონებრივი დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ.

„როდესაც ქვეყანაში დაფიქსირებულია „ომიკრონის“ შტამი, ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ გაწონასწორებულები და დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია. ვფიქრობ, გვაქვს საკმაოდ საყურადღებო სიტუაცია და მდგომარეობა. შესაძლოა „ომიკრონის“ ორი დადასტურებული შემთხვევა ხვალ და ზეგ ძალიან დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ გამოიხატება მწვავე რესპირატორული სიმპტომების მსგავსი მსუბუქი სიმპტომებით, ერთადერთი სანუგეშო, რომელსაც კარგი იქნება თუ დავაკვირდებით და მეტ ინფორმაციას მივიღებთ, არის ის, რომ „ომიკრონმა“ შეიძლება დააზიანოს ზედა სასუნთქი გზების სისტემა, ანუ შეიძლება გამოხატული იყოს, როგორც მწვავე რესპირატორული დაავადება. განსაკუთრებით ყურადღებით ასაკოვანი და გონებრივი დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ .

მსგავსი თემები