ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გიდების გადასამზადებლად ახმეტაში ინფო-ტური ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ინფო-ტურებს აგრძელებს.

 სხვადასხვა ტურისტული კომპანიის 20 წარმომადგენელი ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია.

ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციასთან, “GTA”   საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციასთან ერთად შეარჩია.

ინფო-ტურის მონაწილეებმა კვეტერას ციხე-ქალაქის კომპლექსი მოინახულეს.  დაათვალიერეს მატნის ცხრაკარი, ეწვივნენ ახმეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს.

ტურის ფარგლებში გაიმართა ქისტური, თუშური და ფშაური სამზარეულოს დეგუსტაცია, ხოლო ახმეტაში საოჯახო მარნებში ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

ტურის ფარგლებში ტურ-ოპერატორებსა და გიდებს საშუალება ჰქონდათ ეჯირითად ცხენებით. დაათვალიერეს აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია, ელკანას აგროტურისტული ობიექტი, სოფელი ალვანი, სადაც ტრადიციული ჩითების სახელოსნო მოინახულეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფო-ტურების მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ. ტურების შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის ტურისტული პაკეტები მზადდება.

მსგავსი თემები