საქართველოდან 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინია ექსპორტირებული

2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 31.9 ათასი
ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.7 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 34%-ით,
ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 267
ტონა), სომხეთში (5 254 ტონა),  უკრაინაში (3 138 ტონა), მოლდოვაში (443 ტონა),
ყაზახეთში (281 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (83
ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა)

მსგავსი თემები