რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებარესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22
დეკემბერიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით
შეიზღუდება.
შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ
მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან
პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.
სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე
მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის
გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან
გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი
სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო
საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება.

მსგავსი თემები