რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის ყველაზე საშიში “ომიკრონი”? – დევი ტაბიძე “მედიაცენტრ მთავარში”

ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის ყველაზე სახიფათო ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი.

,,ომიკრონნი უფრო ახალგაზრდული ასაკისთვის არის დამახასიათებელი და რეალურად ასნებოვნებს ასევე ქრონიკული დაავადების მქონე კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომლებსაც ვირუსის გადატანის პერიოდში მძიმე მიმდინარეობა ჰქონდათ.” – განაცხადა დევი ტაბიძემ.

პროფესორი ამბობს, რომ ,,ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს და ჰქონდა თანმდევი დაავადება მისი იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებულია და “ომიკრონს” კარი ღია აქვს იმისთვის, რომ დაასნებოვნოს,  ზუსტად ასეთ შემთხვევაში არის რეკომენდებული ბუსტერით ანუ მესამე დოზით აცრა.” – აღნიშნა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ “ომიკრონის” შტამი საქართველოში უკვე გამოვლინდა.

 

მსგავსი თემები