„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“ – ჯანმოს მოწოდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის მოსალოდნელ „შტორმთან“ დაკავშირებით მსოფლიოს  მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ.

„ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად, არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას. უმჯობესია, გავაუქმოთ ღონისძიებები და ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკულმა შტამმა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში შეაღწია. ის საქართველოშიც დაფიქსირდა.

მსგავსი თემები